weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი გასულ წლთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა – სამინისტრო

13:20 ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2020

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან 23 109 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული, რაც ორჯერ აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. უწყების ცნობით, 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტის მაჩვენებელი 12 556 ტონა იყო.

ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (14 906 ტონა), სომხეთი (7 202 ტონა) და აზერბაიჯანი (567 ტონა).

„ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის (112.9 ტონა), უკრაინის (99 ტონა), მოლდოვას (89.6 ტონა), პოლონეთის (74 ტონა), სლოვენიისა (57.3 ტონა) და სინგაპურის (0.04 ტონა) რესპუბლიკებში“, – აცხადებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

მათივე ცნობით, მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის სრული დატვირთვით მუშაობს სამაცივრო და შემნახველი საწარმოები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]