weather cur horoscope tv
იანვარი 25, 2021

პენსიონერებს პენსია თვის 1-ლი რიცხვიდან 14 რიცხვამდე დაერიცხებათ

14:13 ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2020 hits 419

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, პენსიების დარიცხვა და გაცემა ყოველი თვის პირველი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით მოხდება. გახარიას თქმით, პენსიონერებს პენსიები 14 რიცხვში ერიცხებათ, რაც ბანკებში რიგების მიზეზია.

„ჩვენი ყურადღების ცენტრი, რა თქმა უნდა, გახლავთ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები. გვქონდა საკმაოდ შედეგიანი მსჯელობა საბანკო სექტორთან და მივიღეთ შემდეგი გადაწყვეტილებები: პენსიები ჩვენს პენსიონერებს ერიცხებათ ყოველი თვის 14 რიცხვში, რაც ბანკების ფილიალებში და განსაკუთრებით „ლიბერთი“ ბანკის ფილიალში საკმაოდ მაღალი დისკომფორტის, რიგების საბაბი იყო ყოველთვის. პანდემიის პირობებში, დისკომფორტის გარდა, ეს არის მაღალი რისკის მატარებელი ეპიდემიის გავრცელებისთვის. მოგეხსენებათ, რომ მოხუცები მაღალი რისკის ჯგუფში არიან.

ამიტომ, ჩვენ საბანკო სექტორთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პენსიების დარიცხვა და შესაბამისად გაცემა დაიწყება ყოველი თვის 1-ლი რიცხვიდან 14 რიცხვამდე, შესაბამისი განრიგის მიხედვით. ყველა პენსიონერს ეცოდინება თავისი განრიგი. ამას უზრუნველყოფს ბანკი. არანაირი ტექნიკური შეფერხება, ან პრობლემა არ და ვერ იქნება.

შესაბამისად, მთავარი შედეგი ჩვენ უნდა მივიღოთ ის, რომ მობილობა, რიგები უნდა დაეცეს და ჩვენს პენსიონერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, არა ერთ დღეს ყველამ, მთელი საქართველოს მასშტაბით მიიღოს პენსია, არამედ 1-ლი რიცხვიდან, 14 რიცხვამდე თანმიმდევრულად, წყნარად მშვიდად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგების რჩევების გათვალისწინებით, რომ არ მოხდეს გავრცელება, განსაკუთრებით მაღალი რისკის შემცველ პენსიონერებში. ეს არის ჩვენი კიდევ ერთი ნაბიჯი, რითიც უბრალოდ გამოვხატავთ ჩვენს პატივისცემას და ზრუნვას ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე“, - განაცხადა გახარიამ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]