weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ყვარელში თხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

17:57 პარასკევი, 28 აგვისტო 2020

კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ ენისელში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობო საწარმო გაიხსნა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საწარმოში 16 ადგილობრივია დასაქმებული და ყოველწლიურად, რეგიონის დაახლოებით 300 ფერმერს მოემსახურება. საშრობის წარმადობა 1000 ტონაა, ხოლო შენახვის – 500 ტონა.

„საწარმო თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობას მისცემს, მაღალხარისხიანი პროდუქცია აწარმოონ. წლევანდელი წელი გამორჩეულად მნიშვნელოვანია, რადგან დაახლოებით 50 000 ტონა თხილის მოსავალს ველოდებით, რაც საექსპორტო მიმართულებით შესაძლებლობას მოგვცემს, გარკვეული თანხის გენერირება მოვახდინოთ ეკონომიკაში“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტის მოადგილემ ხატია წილოსანმა, რომელმაც საწარმო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორ პიტერ ვიბლერთან ერთად გახსნა.

პიტერ ვიბლერის თქმით, საწარმოში მოხდება ხარისხიანი თხილის წარმოება და შესაბამისად, გაიზრდება შემოსავლებიც: „შემოსავლების ზრდას და ხარიახიანი პროდუქციის წარმოებას მივყავართ დასაქმების შესაძლებლობებთან. USAID ყოველთვის მზადაა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან ერთად, ტექნიკური მხარდაჭერა გაუწიოს მსგავს ინიციატივებს“.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, საწარმო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს, კომპანია „ფერეროს“ და „საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის“ მხარდაჭერით აშენდა. შპს „აგრი მენეჯმენტი გრუფ ოფ ჯორჯიამ“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით ისარგლებლა და „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ჯამურად, 1 მილიონ ლარამდე ინვესტიცია მიიღო, აქედან, 370 000 ლარი გრანტია, ხოლო 300 000 ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კახეთში თხილის გამრჩევ-საშრობ-სასაწყობე საწარმოს არსებობა მნიშვნელოვანია თხილის ხარისხის შესანარჩუნებლად.

„აღნიშნული სერვისის არსებობა მცირე მწარმოებლებს საშუალებას აძლევს შეამცირონ მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგები და მიიღონ მაღალ ფასიანი პროდუქტი“, – ნათქვამია სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]