weather cur horoscope tv
ოქტომბერი 27, 2020

ივლისში ეკონომიკის 5.5%-იანი შემცირება ადასტურებს, რომ ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზეა – თურნავა

12:58 ორშაბათი, 31 აგვისტო 2020 hits 153

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ივლისში ეკონომიკის 5.5%-იანი შემცირება ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას.

„დღეს დილით გამოქვეყნდა ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას. ივლისში ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა იმიტომ, რომ წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ ეს არის 5.5%, რაც სამჯერ უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე თუნდაც აპრილში იყო“, – განაცხადა თურნავამ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.8%-ია. ივლისში კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.

„საქსტატის“ თანახმად, აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, მაისში 13.5%-ით, ხოლო ივლისში 7.7%-ით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]