weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თიბისის ბიზნეს აპი - დაადასტურეთ ერთზე მეტი დავალება ერთი დიჯიპასის კოდით

13:20 ხუთშაბათი, 03 სექტემბერი 2020

თიბისიმ ბიზნესის მხარდასაჭერად დამოუკიდებელი აპი შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს ბიზნესს ოპერირებას და საქმიანობის მართვას.

ახალი აპი ბიზნესს ამ ახალ ფუნქციონალს სთავაზობს: ერთი დიჯიპასის კოდით ერთზე მეტი დავალების დადასტურება, IBAN სკანერი და ბიზნეს ანგარიშების გადართვა აპლიკაციიდან გაუსვლელად.

დიჯიპასი უნიკალური ერთჯერადი კოდია, რომელზე წვდომა მხოლოდ კომპანიის ხელმძღვანელს ან შესაბამის პასუხისმგებელ პირს აქვს. ის ერთგვარი უსაფრთხოების კოდია, რომლითაც კომპანია დაცულია.

ერთი დიჯიპასით ერთზე მეტი დავალების დადასტურება აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ჩაშენებული, ამიერიდან კი ეს ფუნქცია აპშიც ხელმისაწვდომია და მომხმარებლებს რამდენიმე წამში შეუძლიათ, მრავალი ფინანსური ოპერაცია შეასრულონ.

ბიზნესს უკვე შეუძლია ახალი აპის გამოყენება. მარკეტინგულ სააგენტო Connect-ში ბიზნეს აპის გამოყენება მისი დანერგვის დღიდან დაიწყეს. კომპანიის დამფუძნებელი დავით რიკიაშვილი ამბობს, რომ თავადაც, როგორც ფიზიკური პირი, თიბისის აპლიკაციის აქტიური მომხმარებელია, ხოლო ბიზნეს აპი კომპანიის ჭრილშიც მისთვის დიდი კომფორტია.

Connect-ის ძირითადი საქმიანობა ინტერნეტმომხმარებლისთვის თანამედროვე და ადვილად გამოყენებადი ვებგვერდების, პლატფორმებისა და პროგრამების შექმნაა. Connect საქართველოში მსხვილი და საშუალო ბიზნესებისთვის სერვერულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

„წარმოიდგინეთ, როდესაც გაქვს რამდენიმე ტრანზაქცია გასაკეთებელი - თუნდაც ხელფასები უნდა ჩარიცხო თანამშრომლებისთვის და ამ ყველაფრისთვის მხოლოდ ერთხელ იყენებ დიჯიპასს. ვისაც ხელფასები ერთხელ მაინც გადაურიცხავს, მიხვდება, რა კომფორტზეც ვსაუბრობ. ბიზნეს აპი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. კმაყოფილი ვარ, რომ მის გასავითარებლად პროფესიონალი და ბიზნესზე ორიენტირებული ადამიანები ზრუნავენ. ამ ყველაფერს ვგრძობთ აპლიკაციის გამოყენების პროცესში", - ამბობს დავით რიკიაშვილი.

მისი თქმით, აპლიკაცია შეიძლება ჩაითვალოს წარმატებულად მხოლოდ მაშინ, როცა ის ნამდვილად მოერგება მომხმარებლის სურვილებს. Connect-ში ამბობენ, რომ აპთან ყოველდღიური შეხებით გარკვეულ სტატისტიკას ქმნიან და სამომავლოდაც დიდი ინტერესით დაელოდებიან ბიზნეს აპის განახლებას, რადგან ყველა ის სიახლე უყვართ, რაც ბიზნესს მხარს უჭერს და ავითარებს.

ბიზნეს აპს კიდევ მრავალი ფუნქცია დაემატება და ის ერთგვარი მენეჯერული აპლიკაცია გახდება, სადაც ბიზნესის მფლობელები და ხელმძღვანელები არა მხოლოდ ფინანსური ოპერაციების შესრულებას ან ინფორმაციის მიღებას შეძლებენ, არამედ სხვა მნიშვნელოვანი პროცესების მართვასაც.

 [R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]