weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის მოსამზადებლად კონკურსი გამოცხადდა

17:48 სამშაბათი, 08 სექტემბერი 2020
ფოტო © James Kerwin ფოტო © James Kerwin

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, წყალტუბოს განვითარებისთვის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავება იწყება. სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა წყალტუბოსთვის კურორტის სტატუსის შენარჩუნება და ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მიმდებარე ტერიტორიის გეგმაზომიერი განვითარებაა.

კონკურსი, რომელიც ორ ეტაპად ცხადდება, მოიცავს წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციისა და გენგეგმის პროექტის, ასევე მისი ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის დოკუმენტების მომზადებას.

ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 922 500 ლარია. წინადადებების მიღება 16 ოქტომბერს დასრულდება. ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შერჩეულმა მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 90 დღის ვადაში უნდა შეიმუშავოს.

„წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას აუცილებელია კომპლექსურად გაანალიზდეს კურორტის მდგრადი განვითარების საჭიროებები და მის საფუძველზე შეიქმნას ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული გარემოს პირობები, დაიგეგმოს კურორტის უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლებმაც უნდა დაიცვას ქალაქი ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სამინისტროს განმარტავს, რომ წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად მათ მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი პრეტენდეტის არაკვალიფიციურობის გამო შეწყდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]