weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ახმეტის სოფლებში დასეტყვილ ყურძენს 80 თეთრად ჩაიბარებენ

11:00 ხუთშაბათი, 10 სექტემბერი 2020
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენს ღვინის ქარხანა იგივე ფასად, 80 თეთრად ჩაიბარებს. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ ღვინის ეროვნულ სააგენტოში დაუდასტურეს.

როგორც „რეგინფოს“ სოფლებში მერის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ამ დროისთვის ზარალის დათვლა მიმდინარეობს. ზემო ხოდაშენის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის, ზეზვა ფიცხელაურის ინფორმაციით, ერთ მონაკვეთზე, დაახლოებით, 70-100 ჰექტარი ვენახია დასეტყვილი. ქისტაურში მერის წარმომადგენლის, ზვიადი მოსიაშვილის ცნობით, 50 ჰექტარზე მეტია დასეტყვილი ქისტაურსა და ახშაანში.

ახმეტის ღვინის ქარხანაში ყურძენს სახელმწიფო კომპანია „აკურა“ ჩაიბარებს. 

კახეთში რთველი ორი კვირის წინ დაიწყო. მთავრობის გადაწყვეტილებით, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება მოხდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს. ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0.30 ლარი.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წელს კახეთში ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]