weather cur horoscope tv
ოქტომბერი 22, 2020

1 ოქტომბრიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით კვირაში ერთხელ იფრენს

18:33 ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020 hits 182

„ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან და ასევე, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“,  - განაცხადა დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, ფაქტობრივად, შემდგარია შეთანხმება, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლა კიდევ ერთი მიმართულებით დაიწყება.

„დღეის მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორის ავიაკომპანიებისთვის, როგორიც არის Lufthansa, Air France, Airbaltic, ასევე ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის. დღეს უკვე  გადავწყვიტეთ, რომ პირველი ოქტომბრიდან, გავხსნათ პირდაპირი რეისი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება Wizz Air-ი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვლის გათვალისწინებით“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტის ამ განცხადებამდე, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თქვა, რომ ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ძალიან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ავიაკომპანია Ryanair-თანაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]