weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

გარკვეული ძალები რთველის პროცესის დაძაბვას და პოლიტიზებას ცდილობენ – მინისტრი

18:59 შაბათი, 19 სექტემბერი 2020

„რთველი საკმაოდ მშვიდად მიდის. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის მცდელობა პროცესის დაძაბვის და პოლიტიზების, მშრომელი ადამიანების ემოციებზე თამაშის, რაც აბსოლუტურად უპასუხისმგებლობაა“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, რომელიც კახეთში ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნო.

მინისტრის თქმით, კახეთში რთველი შეფერხებების გარეშე ჩაივლის და ყველა მევენახეს ყურძნის დაბინავების შესაძლებლობა ექნება.

„რთველის პიკურ პერიოდში, თანმდევი პროცესია რიგები. მომავალი 10 დღე ყველაზე აქტიური პერიოდი იქნება. ყოველდღიურად, სავარაუდოდ, 10 ათას ტონაზე მეტი ყურძნის გადამუშავება მოხდება, რასაც საკმაოდ დიდი საწარმოო სიმძლავრეები სჭირდება. წელს, რთველში ასამდე კომპანიაა ჩართული. მიუხედავად ამისა, ტექნიკური პროცესების გამო, ყურძნის ჩასაბარებლად მანქანებს რამდენიმე საათი დაყოვნება უწევთ. ჩვენ გვახსოვს, წლების წინ, რთველის დროს სამი-ოთხი დღის განმავლობაში იდგნენ მევენახეები რიგებში, ამასთან ისიც არ იცოდნენ საერთოდ ჩააბარებდნენ და მიიღებდნენ თუ არა თავისი შრომის ანაზღაურებას“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, რთველის საკოორდინაციო შტაბიდან აქვს ინფორმაცია, რომ წელს ყურძნის ჩაბარებისას 12 საათზე მეტი შეყოვნება არსად ყოფილა.

სოფლიე მეურნეობის სამინისტროს თანახმად, 19 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 94 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, აქედან: 68 ათასი ტონა რქაწითელი, 18 ათასი ტონა საფერავი, 1,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება მოხდა. სუბსიდიას იღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0.80 ლარს. ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე – 0.30 ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]