weather cur horoscope tv
ნოემბერი 26, 2020

აჭარაში ყავის საწარმოს მფლობელი პასუხისგებაში მისცეს

16:26 პარასკევი, 09 ოქტომბერი 2020 hits 305

სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ბრალდებით აჭარაში ყავის საწარმოს მფლობელი პასუხისგებაში მისცეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საწამოში პროდუქციის დაფასოება/რეალიზაცია ხორციელდებოდა ერთ-ერთი ბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა“, – განაცხადეს საგამოძიებო სამსახურში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]