weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

გურიაში MANGO-ს, ZARA-ს, Massimo Dutti-ს და Bershka-ს ჯინსები შეიკერება

15:27 ოთხშაბათი, 09 აგვისტო 2017

გურიაში, ოზურგეთის რაიონში სამკერვალო ფაბრიკის გახსნა იგეგმება, სადაც MANGO-ს, ZARA-ს, Massimo Dutti-ს, Bershka-ს და სხვა ცნობილი ბრენდების ჯინსები შეიკერება. გურიის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ფაბრიკას თურქული კომპანია ააშენებს, რომელიც პირველ ეტაპზე ორი მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 300 ადამიანს დაასაქმებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, უახლოეს სამ წელიწადში სრული სამკერვალო ციკლის შექმნა, ინვესტიციის მოცულობის 15 მილიონ დოლარამდე გაზრდა და 1500-მდე ადამიანის დასაქმებაა დაგეგმილი.

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ქალაქ ოზურგეთის მერ ბეგლარ სიორიძესთან ერთად, კომპანია „ოზურგეთი გარმენთის“ დამფუძნებელს ოსმან ბაიქანს და დირექტორს, ჰაქან ჩობანოღლუს შეხვდა.

ოსმან ბაიქანის განცხადებით, სამკერვალო ყოფილი ჩაის ფაბრიკის ტერიტორიაზე გაიხსნება. "ოზურგეთი გარმენთმა" ეკონომიკის სამინისტროს, პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე უკვე მიმართა და უახლოეს დღეებში ხელშეკრულებას ხელი ოფიციალურად მოეწერება.

ოზურგეთში ახალი სამკერვალო ფაბრიკა 2018 წლიდან ამოქმედდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]