weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

ბიზნესსექტორი საგადასახადო შეღავათების კიდევ 6 თვით გადავადებას ითხოვს

17:56 სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2020 hits 183

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრაზე ბინესსექტორმა ორი საკითხი დააყენა. ფხაკაძის თქმით, ორივე თხოვნა ნაკარნახევია ძირითადად იმით, რომ დამსაქმებლებმა სამუშაო ადგილების შენარჩუნება შეძლონ.

„22 მაისს საგადასახადო კოდექსში შევიდა ცვლილება, რომელიც ორ სექტორს შეეხო. ერთი იყო კონკრეტული საქმიანობების სახეები, რომელიც საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორით არის დადგენილი, კონკრეტულად ეს ეხებოდა სასტუმროებს, სხვადასხვა განთავსების საშუალებებს, რესტორნებს, კაფეებს, ტურისტულ კომპანიებს და ტუროპერატორებს. ამ ინდუსტრიას ძალიან უჭირს. ამ ინდუსტრიას უდგება პირველი დეკემბრისთვის საშემოსავლო გადასახადის გადახდა, რომლის გადავადებაც განხორციელდა ოთხი თვის ვადით. ამან მოიცვა აპრილი, მაისი, ივნისი და ივლისის პერიოდი. რეალური ვითარება ასეთია, რომ ამ ინდუსტრიას არ უმუშავია წელს, თუ აგვისტოს თვეს არ ჩავთვლით. მომავალ რამდენიმე თვეში, სულ მცირე არ არის კარგი პროგნოზი ამ კუთხით და ვითხოვთ, ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას“, – განაცხადა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, მეორე მოთხოვნა, რომელიც პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ბიზნესმენებმა დააყენეს, ეს შეეხებოდა სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

„საგადასახადო კოდექსში ასევე შევიდა ცვლილება და საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ბიზნესი იმ შემთხვევაში, თუ ხელფასი იყო 1500 ლარამდე. აქ არის დაახლოებით 150 ლარის შეღავათი, თუმცაღა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ახლა ჩვენ ყველაზე მეტად ფოკუსირებული ვართ ადამიანებზე, რომლებსაც შედარებით დაბალი ხელფასი აქვთ და მთელ რიგ ინდუსტრიებში, ასეთი არის ათი ათასობით ადამიანი. ამ შეღავათის ვადა იწურება პირველი ნოემბრისთვის და ჩვენი თხოვნაა, რომ სულ მცირე კიდევ ექვსი თვით, ისე რომ ერთი სრული ფისკალური წელი მოიცვას, მოგვეცეს საშუალება, ეს გადასახადი არ გადავიხადოთ“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, საშემოსავლო გადასახადის კუთხით შემოღებული საგადასახადო შეღავათები „ვისოლ ჯგუფს“ დაეხმარა, თანამშრომლების 98% შეენარჩუნებინა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაში 30-ზე მეტი მსხვილი დამსაქმებელი მონაწილეობდა. გიორგი გახარიას თქმით, ქვეყნის ეკონომიკას მკაცრი შეზღუდვების რესურსი აღარ აქვს, ვინაიდან ჩაკეტვას მოჰყვება სამუშაო ადგილების დაკარგვა, ეკონომიკური აქტივობის ვარდნა და ა.შ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]