weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

როგორც გავიგეთ, ხელისუფლება აპირებს 200-ლარიანი დახმარების გაგრძელებას – ფხაკაძე

23:39 სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2020 hits 217

„ვისოლ ჯგუფის“ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ახსენა, რომ ყოველთვიური 200-ლარიანი დახმარება გაგრძელდება.

„200-ლარიან დახმარებასთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა ახსენა, რომ ეს გაგრძელდება და მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა, თუმცაღა ხელისუფლება, ჩვენ როგორც გავიგეთ, აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ იქნება ღონისძიებათა ახალი პაკეტი

ჩვენ ხომ ყველას გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა და გრძელდება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ გარკველი ღონისძიებების გატარება და ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას“, – განაცხადა ფხაკაძემ პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

მთავრობის ადმინისტრაციას ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ყოველთვიურ 200-ლარიან დახმარებას ის მოქალაქეები იღებენ, ვინც პანდემიის გამო სამუშაო ადგილი დაკარგეს. დახარების გაცემა მაისში დაიწყო და ოქტომბრის ბოლოს სრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]