weather cur horoscope tv
თებერვალი 26, 2021

მთავრობა დამსაქმებლებს მოუწოდებს, თანამშრომლები სახლიდან ამუშაონ

14:30 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020 hits 220

საქართველოს ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა მოუწოდებს დამსაქმებლებს, მაქსიმალურად შეეცადონ, რომ მათმა თანამშრომლებმა სახლიდან იმუშაონ. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, ასეთი მითითება უკვე მისცეს საჯარო სექტორს.

„უკვე მოვუწოდეთ ჩვენს საჯარო სექტორს, ასეთი მითითებაა გაცემული, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციურ რეჟიმში. დღესაც მოვუწოდებთ კომერციულ სექტორს და დამსაქმებლებს, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ და ჩვენი თანამშრომლები ვამუშაოთ სახლიდან. ასევე, მოვუწოდებთ, 70 წელს გადაცილებულ ჩვენს თანამოქალაქეებს და იმ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და სხვადასხვა ქრონიკული დაავადებები აწუხებთ, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თქვენს თავს და შეძლებისდაგვარად დარჩით სახლში.

ამ ელემენტარული წესების დაცვა საჭიროა იმისთვის, რომ ჩვენი ჯანდაცვის და ეკონომიკის სისტემები ნორმალურად ფუნქციონირებდნენ. ამას სხვა ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, დადგენილი წესების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება და საჭიროების შემთხევაში, გამოყენებული იქნება შესაბამისი საჯარომო სანქციები.

დღეისთვის საქართველოში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც შიდა, ისე გარე სივრცეში. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანსა და კვების დაწესებულებას აკრძალული აქვს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა. აჭარაში და 10 დიდ ქალაქში 25 ნოემბრამდე სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. აკრძალულია 10-ზე მეტის ადამიანის მონაწილეობა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორებიცაა ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 2401 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2289 პაციენტი, ხოლო 20 გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 15 332 აქტიური შემთხვევაა. ინფიცირებულთაგან 4489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, რომელთაგან 638-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 293 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]