weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

დღეს მივიღეთ ლოქდაუნი ჩვენი ბიზნესისთვის – ისთ ფოინთის მარკეტინგის დირექტორი

18:12 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020

სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთის“ მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიღებული დაწესებული შეზღუდვები საცალო ვაჭრობისთვის ტოტალური „ლოქდაუნის“ ტოლფასია.

„ეს შეზღუდვები „რითეილისთვის“ არის ტოტალური „ლოქდაუნის“ ტოლფასი. დეკემბრის თვე „რითეილისთვის“ არის განსაკუთღებით მნიშვნელოვანი მთელი წლის ჭრილში. პირველი „ლოქდაუნის“ შემდეგ, თითქმის ყველა ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდი და დამქირავებელი, როგორც ადგილობრივი, ისევე საერთაშორისო, აქამდე მოვიდა იმედით და ინერციით, რომ დეკემბერში შეძლებდნენ მუშაობას და დეკემბრის თვე მისცემდათ შესაძლებლობას, რომ დაეწყოთ ამ კრიზისიდან გამოსვლა, თუმცა დღევანდელი შეზღუდვების დაანონსებით ჩვენ არ ვიცით როგორ დავასრულებთ წელს“, – აღნიშნა თეიკო ლომინაძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, „ისთ ფოინთის“ მენეჯმენტი მუშაობს იმისთვის, რომ ყველა თანამშრომლის შენარჩუნება შეძლოს.

„ბოლო დღეების განმავლობაში დამატებითი შეზღუდვების რამდენიმე სცენარი განიხილებოდა. ეს იქნებოდა სამუშაო საათების შემცირება თუ შაბათ-კვირის ე.წ. ლოქდაუნი. ჩვენ მზად ვიყავით რომ დამატებითი შეზღუდვები მიგვეღო და გაგვეთვალისწინებინა დამატებითი რეკომენდაციები, მაგრამ დღეს მივიღეთ ჩვენი ბიზნესისთვის „ლოქდაუნი“.

დახურვას ყველანაირი ფორმით ოპერირება სჯობდა, თუნდაც დამატებითი შეზღუდვებით“, – განაცხადა თეიკო ლომინაძემ და აღნიშნა, რომ ონალინ გაყიდვები ბიზნესს ვერ გადაარჩენს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვები გამკაცრდება და გაფართოვდება. 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, დიდ ქალაქებში – თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში – სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობას მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში შეძლებენ. ღია და დახურული ბაზრობები არ იმუშავებენ, ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები. 24 დეკემბერიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეზღუდვები შემსუბუქდება და სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება.

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საცალო ვაჭრობაში, ბაზრობებზე, მოლებსა და მაღაზიებში დასაქმებულები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ. ამასთან, გახარიას თქმით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა, რომ მოქალაქეებმა ეს დახმარება დეკემბრის ბოლომდე მიიღონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]