weather cur horoscope tv
იანვარი 23, 2021

მთავრობამ უნდა დინახოს, რომ მოლები ახერხებენ გარეთ რიგების მართვას – თურნავა

14:16 ორშაბათი, 30 ნოემბერი 2020 hits 257

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დიდ სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით მთავრობამ გააზრებული და ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო. თურნავას თქმით, მთავრობამ მოლების პრობლემები გაითვალისწინა და მათ საშუალებას აძლევს, რომ 24 დეკემბრიდან, წინასაახალწლო პერიოდში ივაჭრონ.

როგორც მინისტრმა განაცხადა, ე.წ. შავი პარასკევის დღეს შექმნილი ვითარება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი იყო.

„ის სურათი, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე - აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო - გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან იმ თვალსაზრისით, რომ უკეთ უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება ელემენტარულმა ფასდაკლების აქციამ გამოიწვიოს. ეს 24 დეკემბრის შემდეგაც აქტუალური იქნება და უნდა დაგვარწმუნონ, რომ ამ პროცესის მართვა შეუძლიათ.

ყოვლად მიუღებელი სურათი იყო, რომელიც ეპიდემიოლოგიურად საფრთხეს შეიცავს. სწორედ აი, ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, თუ რატომ მიიჩნევა მთელს მსოფლიოში, რომ მოლები, რესტორენები არის ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის. კიდევ ერთხელ ვამბობ, ელემენტარულმა ფასდაკლების აქციამ გამოიწვია საკმაოდ საფრთხის შემცველი ვითარება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ერთი მხრივ, მთავრობა მაქსიმალურად ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მეორე მხრივ კი, უნდა დაინახოს, რომ მოლები ამ საკითხს პასუხისმგებლობით უდგებიან და ახერხებენ პროცესის მართვას არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე, არამედ გარეთაც - რიგების მართვით.

„ამ კონტექსტში ჩვენ მზად ვართ, მათთან სასაუბროდ“, – აღნიშნა თურნავამ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები ამოქმედდა, მათ შორის, დიდ ქალაქებში არსებული სავაჭრო ცენტრები დაიხურა და მათ მხოლოდ დისტანციურად მუშაობის უფლება აქვთ. 24 დეკემბერიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში შეზღუდვები შემსუბუქდება და სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება.

27 ნოემბერს სავაჭრო ცენტრებმა მთავრობას მიმართეს და მოითხოვეს, რომ ვაჭრობის საშუალება 15 დეკემბირდან 3 იანვრის ჩათვლით მიეცეთ. მათი განცხადებით, დროის ამ მონაკვეთზე მომხმარებელთა გადანაწილება რეალურად შეამცირებს მასიური თავყრილობების რისკს და ინფექციის გავრცელების ალბათობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]