weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„თბილისი ენერჯი“ კომერციული მომხმარებლებისთვის გაზს აღარ გააძვირებს – თურნავა

13:50 ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობას არაერთი კომუნიკაცია ჰქონდა „თბილისი ენერჯისთან“ და რამდენადაც მისთვის არის ცნობილი, კომპანია კომერციული მომხმარებლისთვის ბუნებრივ აირს აღარ გააძვირებს.  

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ამ ეტაპზე, ეს ტარიფი არ გადაიხედება. კონსულტაციები ასე დასრულდა, ეს ინფორმაცია გვაქვს. შესაძლოა, ბიზნესს ხარჯები ეზრდებოდეს, თუმცა ხედავდეს რომ ამავდროულად, მოსახლეობისა და ბიზნესების გადამხდელუნარიანობა კითხვის ქვეშ არის, რადგან არ არის მატივი წელი, რთული წელია. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ბიზნესი თუ უფრო მეტად ჩახედავს შიდა რესურსებს, ალბათ შეძლებს ყოველთვის გაითვალისწინოს მომხმარებლის ინტერესები. ამ ეტაპზე ასეც მოხდა“, – განაცხადა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

კომპანიაზე შესაძლო ზეწონასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე მინისტრმა თქვა: „როგორ შეიძლება რაიმე ზეწოლის შედეგად რომელიმე ბიზნესს, ასე ვთქვათ, გადაახედინო გადაწყვეტილება. ჩვენი მეთოდები მხოლოდ და მხოლოდ არის კონსულტაციები, თანამშრომლობა და ჩვენც გვერდში ვუდგავართ ხოლმე ძალიან ბევრ ბიზნესს“.

შპს „თბილისი ენერჯი“ კომერციული მომხმარებლისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი აირის ღირებულების გაზრდას აპირებდა. ამის შესახებ განცხადება კომპანია პირველ დეკემბერს გამოაქვეყნა. 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 24 თეთრით უნდა გაძვირებულიყო და 1.10 ლარი გამხდარიყო. „თბილისი ენერჯის“ გადაწყვეტილების შეცვლის თაობაზე საჯაროდ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]