weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

24 დეკემბერს ბაზრობები და მათ ტერიტორიაზე არსებული მაღაზიები არ გაიხსნება

13:44 სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020

ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში არ შეეხება ბაზრობებს, ისევე როგორც ბაზრობების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიებს. როგორც ცქიტიშვილმა განაცხადა, ამ ობიექტებს შეუძლიათ მუშაობა დისტანციურად გააგრძელონ.

„ჩვენ გვქონდა დაგეგმილი შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში ბაზრობების საქმიანობის განახლება, მაგრამ ვხედავთ რა, რომ სამწუხაროდ ვერ იქნება იქ დაცული და უზრუნველყოფილი ყველა ის წესი, რომელიც არის აუცილებელი იქ ეპიდემიოლოგიური სტანდარტების დაცვისთვის, ამიტომ ბაზობების ფუნქციონირება ვერ იქნება დაშვებული. ეს აკრძალვა ვრცელდება როგორც ღია სივრცეში ბაზრობაზე, ასევე ყველა იმ მაღაზიის საქმიანობაზე, რომელიც ფუნქციონირებს ბაზრობების ტერიტორიაზე. მათ კვლავ ექნებათ საშუალება დისტანციური რეჟიმით ვაჭრობისა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

28 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში - ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ მხოლოდ აგრარული ბაზრები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]