weather cur horoscope tv
მარტი 02, 2021

24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი არ აღდგება

14:06 სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020 hits 312

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში, 8 დიდ ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას არ განაახლებს. ასევე შენარჩუნდება მთელი ქვეყნის მასშტაბით საქალაქთაშორისო ტრასპორტის მოძრაობაზე დაწესებული აკრძალვა.

„საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც დაგეგმილი იყო თავდაპირველად.

კერძოდ, ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა. დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი კვლავ არ იფუნქციონირებს.  ასევე, ძალაში რჩება საქალაქთასორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ეს დადგენილი იყო 28 ნოემბრიდან“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

28 ნოემბერს, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში არაერთი შეზღუდვა დაწესდა. მათ შორის, თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის, ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აიკრძალა. ასევე აიკრძალა მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა, მათ შორის - რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) შეზღუდვა არ ვრცელდება.

როგორც მთავრობა აცხადებდა, 24 დეკემბერი - 2 იანვრის პერიოდში მოხდებოდა შეზღუდვების შემსუბუქება, მათ შორის, აღდგებოდა როგორც მუნიციპალური, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]