weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ელექტროენერგიის ტარიფი 3.5, ორგანიზაციებისთვის 15 თეთრით ძვირდება

12:54 სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის პირველი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის 3.5 თეთრით იზრდება.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტარიფები საყოფაცხოვრებო მომხმარებელთათვის (დღგ-ს ჩათვლით) ასეთი იქნება:

  • პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით): მოქმედი ტარიფი 14.237 თეთრი, ახალი ტარიფი 17.731 თეთრი;
  • მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ): მოქმედი ტარიფი 18.213 თეთრი, ახალი ტარიფი 21.707 თეთრი;
  • მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი): მოქმედი ტარიფი 22.733 თეთრი, ახალი ტარიფი 26.227 თეთრი.

არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებელთა ტარიფი (დღგ-ს ჩათვლით) 11-დან 15 თეთრამდე გაიზარდა:

  • 110-35 კვ.: მოქმედი ტარიფი 14.860 თეთრი, ახალი ტარიფი 28.267 თეთრი;
  • 10–6–3.3 კვ.: მოქმედი ტარიფი 16.251 თეთრი, ახალი ტარიფი 30.879 თეთრი;
  • 0.4 კვ.: მოქმედი ტარიფი 21.083 თეთრი, ახალი ტარიფი 31.960 თეთრი.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონებს ემსახურება, თუმცა ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება. სემეკის გადაწყვეტილებით, კომპანია „თელასის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები 3.5 თეთრით იზრდება:

  • პირველი საფეხური (101 კვტ.სთ-ის ჩათვლით): მოქმედი ტარიფი 14.544 თეთრი, ახალი ტარიფი 18.041 თეთრი;
  • მეორე საფეხური (101-301 კვტ.სთ): მოქმედი ტარიფი 18.556 თეთრი, ახალი ტარიფი 22.053 თეთრი;
  • მესამე საფეხური (301 კვტ.სთ-ზე მეტი): მოქმედი ტარიფი 23.040 თეთრი, ახალი ტარიფი 26.537 თეთრი.

არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა ტარიფები (დღგ-ს ჩათვლით) დაახლოებით 11 თეთრით მოიმატებს:

  • 110-35 კვ.: მოქმედი ტარიფი 16.111 თეთრი, ახალი ტარიფი 27.370 თეთრი;
  • 10–6–3.3 კვ.: მოქმედი ტარიფი 16.882 თეთრი, ახალი ტარიფი 29.646 თეთრი;
  • 0.4 კვ.: მოქმედი ტარიფი 21.319 თეთრი, ახალი ტარიფი 32.931 თეთრი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობას, 300 კილოვატამდე მოხმარების აბონენტებისთვის, 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო სრულად დაასუბსიდირებს. რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ფასნამატის 50% ადგილობრივი კვების წარმოებას დაუსუბსიდირდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]