weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თბილისში, მცხეთასა და რუსთავში წყალი გაძვირდა

16:04 სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან თბილისში წყლის ტარიფი იზრდება. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გამრიცხველიანებულ აბონენტებს 1მ³ წყლისთვის 17 თეთრით, ხოლო გაუმრიცხველიანებელ აბონენტებს სულზე დაახლოებით 63 თეთრით მეტის გადახდა მოუწევთ.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლით ქალაქ მცხეთის მოსახლეობასაც უზრუნველყოფს.

„საყოფაცხოვრებო მოხმარების ტარიფი, ვისაც მრიცხველი უყენია, იყო 33 თეთრი და გახდა 50 თეთრი. იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების ტარიფი, რომელსაც არ უყენია მრიცხველი და შესაბამისად იხდიან სულადობის მიხედვით, იყო 3 ლარი და 90 თეთრი და გახდა 4.5 ლარი. ხოლო არასაყოფაცხოვრებო ტარიფი 4 ლარი და 40 თეთრიდან ავიდა 6 ლარსა და 50 თეთრზე“, – განაცხადა კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა.

წყალი „რუსთავის წყლის“ აბონენტებისთვისაც გაძვირდა.

„მრიცხველიანი საყოფაცხოვრებო ტარიფი 40 თეთრიდან გაიზარდა 50 თეთრამდე. 2.20 ლარის ნაცვლად დაახლოებით 3 ლარი გახდა საყოფაცხოვრებო ოღონდ უმრიცხველო აბონენტების ტარიფი. თითქმის უცვლელი დარჩა არასაყოფაცხოვრებო ტარიფი - 3.66 ლარი იყო და 3.7 გახდა“, – აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

მისივე თქმით, კომპანია კატეგორიულად არ ეთანხმება სემეკის გადაწყვეტილებას და შესაძლოა, ახალი ტარიფი გაასაჩივროს, რადგან მიიჩნევს, რომ ტარიფი ბოლომდე არ ასახავს კომპანიის მოთხოვნებს.

ახალი ტარიფები ძალაში 2021 წლის პირველი იანვრიდან შევა და 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]