weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა – თურნავა შეზღუდვების მოხსნაზე

10:34 სამშაბათი, 16 თებერვალი 2021

კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება თებერვალში მოსალოდნელი აღარ არის. ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მარტიდან, თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუარესდა, „დამატებით გახსნებზე“ საუბარი შესაძლებელი იქნება.

როგორც თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განმარტა, იქიდან გამომდინარე, რომ თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში საკმაოდ დიდი მობილობის მქონე მიმართულებები გაიხსნა, მათ შორის სკოლები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი ორი კვირა ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება მოხდეს.

„შემდეგი ნაბიჯი არის პაუზა. რას ნიშნავს პაუზა, ჩვენ, პრაქტიკულად, წინა სამი კვირის განმავლობაში კვირაში თითო ან ორი დიდი აქტივობა გავხსენით, ახლა ჩვენ, დაახლოებით, ერთი ორი კვირა მაინც, უნდა დავაკვირდეთ.

ეს არის ეპიდემიოლოგების ძალიან მყარი და არგუმენტირებული პოზიცია, იმიტომ, რომ თავისი მოქმედების ციკლი აქვს ამ ვირუსს, თავისი ინკუბაციური პერიოდი და დაახლოებით, ორი კვირა მაინც გვინდა, რომ დავინახოთ, რა ხდება. თებერვლის ბოლოს უკვე გვეცოდინება და სხვათა შორის, ასეც გვქონდა ჩვენ ნათქვამი, რომ თებერვალში ეს დიდი ბლოკი და უკვე მარტიდან, თუ არაფერი არ გაუარესდა, ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ დამატებით გახსნებზე“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]