weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ზამთრის კურორტებზე სეზონი გრძელდება, ამინდი სასტუმროებს მუშაობაში ხელს უწყობს – თურნავა

12:46 ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებზე არსებულ სასტუმროებს შეუძლიათ, მოემზადონ და ნებისმიერ დროს გაიხსნან, რადგან სეზონი გრძელდება და კლიმატური პირობები მათ მუშაობაში ხელს უწყობს.

„დღეიდან ზამთრის კურორტებზე სასტუმროები გაიხსნა. რა თქმა უნდა, შეიძლება ზოგიერთმა სასტუმრომ ვერ მოასწრო ამ მომენტისთვის მომზადება, მაგრამ მათ აქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოემზადონ და გაიხსნან იმიტომ, რომ თუნდაც ბაკურიანში, გუდაურში, მესტიაში სეზონი გრძელდება. ხედავთ, რომ კლიმატური პირობებიც არ უწყობს ხელს რესტორნების ღია სივრცეებს, მაგრამ ხელს უწყობს ზამთრის კურორტებზე განლაგებულ სასტუმროებს მუშაობაში.

რაც შეეხება რესტორნებს, პირველი მარტიდან აჭარაში და 8 მარტიდან დანარჩენ საქართველოში უკვე შიდა სივრცეებიც გაიხსნება. ყოველდღიურ რეჟიმში შრომის ინსპექცია მუშაობს იმისთვის, რომ მოამზადოს ეს დარგი გახსნისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ზამთრის კურორტებზე დღეიდან, 25 თებერვლიდან მუშაობის განახლების უფლება მხოლოდ სასტუმროებს მიეცათ. რაც შეეხება საბაგიროების, მათი ამუშავება 8 მარტისთვის დაანონსდა.

 

ამ თემაზე:

რომელი შეზღუდვების შემსუბუქება იგეგმება 25 თებერვლიდან

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]