weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ გურამ გურამიშვილი დაინიშნა

11:19 სამშაბათი, 09 მარტი 2021

„საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი გურამ გურამიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. სამინისტროს ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით, მინისტრს ამ დრომდე 5 მოადგილე ჰყავდა.

გურამ გურამიშვილი სს „საქართველოს რკინიგზაში“ 1995 წლიდან მუშაობდა, სატვირთო გადაზიდვების დირექტორის თანამდებობას კი 2017 წლის თებერვლიდან იკავებდა. 2015-2017 წლებში ის „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო 2012 -2015 წლებში – აღნიშნული კომპანიის ინფრასტრუქტურის დირექტორი.

„მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]