weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მარტვილის კანიონში შესვლის ღირებულება გაიზარდა, უცხოელებს 15 ლარს ახდევინებენ

16:22 სამშაბათი, 22 აგვისტო 2017

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან მარტვილის კანიონში შესვლა საქართველოს მოქალაქეებს 9 ლარად, უცხოეთის მოქალაქეებს კი 15 ლარად შეეძლებათ. სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის შესვლის ღირებულება 5 ლარამდეა გაზრდილი.

აქამდე მარტვილის კანიონში შესასვლელად საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეები 5 ლარს იხდიდნენ, ბავშვები და სტუდენტები კი 3.5 ლარს.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ტარიფის ცვლილებაზე განმარტებას დაინტერესებული პირის მიერ წერილობითი მიმართვის შემთხვევაში გააკეთებენ.

აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 22 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა დისკრიმინაცია ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიმართ, სადაც ბაღის მოსანახულებლად საქართველოს მოქალაქე იხდიდა 3 ლარს, ხოლო უცხოელი - 8 ლარს. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის განსხვავებული სატარიფო წესის შემოღება წარმოადგენდა პირდაპირ დისკრიმინაციას მოქალაქეობის ნიშნით, რამდენადაც მას არა აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის პირველ 7 თვეში მარტვილის კანიონის 74 580 ვიზიტორი ეწვია. მარტვილის კანიონი საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის მეორე ყველაზე პოპულარული მიმართულებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]