weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება და ვითარდება – თურნავა

14:59 სამშაბათი, 13 აპრილი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათელა თურნავამ საგარეო ვაჭრობის მარტის სტატისტიკაზე სუბრისას განაცხადა, რომ საქათველოს ეკონომიკა ცოცხლდება და ვითარდება.

„თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა სწორედ ამას ადასტურებს. მარტში გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლის რეკორდული ზრდა - დაახლოებით 31%-ით. ჩვენ ძალიან პოზიტიური მოლოდინი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ დიდი საფრთხის წინაშე ვდგავართ მესამე ტალღის მოახლოებასთან დაკავშირებით – საქართველოს ეკონომიკა ცოცხლდება, ვითარდება, ადგილობრივი წარმოება აფართოებს თავის საექსპორტო შესაძლებლობას და ახალ ბაზრებზე გადის“, – განაცხადა თურნავამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარტში, წინა წელთან შედარებით, ექსპორტი 30.8%-ით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 326.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, მარტში იმპორტი 17.8%-ით გაიზარდა და 767.9 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. შესაბამისად, სავაჭრო დეფიციტი 39.1 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა და 441.6 მილიონ აშშ დოლარი შეადგინა.

„საქსტატის“ თანახმად, მარტში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი აღემატება როგორც 2020 წლის, ასევე მცირედით აღემატება 2019 წლის მარტის (პანდემიამდე) მონაცემსაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]