weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

თურქეთიდან შემოტანილი 45 500 კგ ხახვი უკან დააბრუნეს

12:56 სამშაბათი, 20 აპრილი 2021

საქართველოში შემოტანილი 45 500 კილოგრამი ხახვი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ხახვით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოში საბაჟო გამშვები პუნქტი - „სარფის“ გავლი თურქეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, გამოვლინდა, რომ ხახვი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს.

„საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]