weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სოფლის მეურნეობა ქმნის არცთუ იაფ სამუშაო ადგილებს - დღეში 50, თუ არა 70 და 80 ლარი – ხანიშვილი

13:50 ხუთშაბათი, 24 ივნისი 2021
ფოტოზე - გიორგი ხანიშვილი ფოტოზე - გიორგი ხანიშვილი

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობაში კადრების დეფიციტზე ისაუბრა. მისი თქმით, არაკვალიფიციური მუშისთვის გადასახდელი თანხა საჯარო სექტორში საშუალო მოხელის დასაქმების ტოლფასი გახდა.

„შეიძლება ეს კოვიდის გავლენასაც დავაბრალოთ, მე მთლად კოვიდის გავლენა არ მგონია. ეს არის სოფლის მეურნეობის განვითარების დინამიკა, სადაც სამწუხაროდ, უფრო და უფრო იკვეთება კადრების სერიოზული დეფიციტი.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქვეყანაში უმუშევრობაზე და სინამდვილეში, უმუშევრობა ქვეყანაში, არ ვიცი, ბუნებრივია არსებობს, ბუნებრივია არსებობს გაჭირვება, ზღვარი, მაგრამ სოფლის მეურნეობა ქმნის სამუშაო ადგილებს – არცთუ იაფს.

სამწუხაროდ, შემიძლია ვთქვა, რომ საჯარო სექტორში საშუალო მოხელის დასაქმების ტოლფასი გახდა სოფლის მეურნეობაში არაკვალიფიციური მუშის გადასახდელი თანხა. ეს არის სამუშაო დღეში 50 ლარი, თუ არა 70 და 80, იგივე ატამზე, კახეთში და ასე შემდეგ.

სოფლის მეურნეობაში ძალიან მაღალია მოთხოვნა ჩვეულებრივ, რიგით მუშახელზე, არ არის განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებზე საუბარი. ჩვეულებრივი მომენტია სოფლებში სამუშაო ძალაზე დეფიციტი. ახლა დავდივარ კახეთში ატამთან დაკავშირებით და კადრების დეფიციტია, სერიოზული პრობლემაა“, – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

გიორგი ხანიშვილის თქმით, გაზრდილია მოთხოვნა აგრონომებზე, ვეტერინარეზე და ასევე, ტრაქტორისტებზე, ადამიანებზე, რომლებიც თანამედროვე ტექნიკას უნდა ამუშავებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]