weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

„ალიბაბაში“ მწერებით დაბინძურებული, ვადაგასული ტკბილეული და ჩაი გამოავლინეს

09:47 კვირა, 12 სექტემბერი 2021

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქული კომპანია, შპს „ალიბაბა“ დააჯარიმა. ინსპექტირების ჯგუფებმა სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში დიდი ოდენობით ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და არაეტიკეტირებული 36 სახეობის პროდუქტი ტკბილეული, ჩაი, ყავა, თაფლი, სუნელები გამოავლინეს.

„მიკვლევადობით დადგინდა, რომ შპს „ალიბაბას“ (ს/კ 448400169) საცალო და საბითუმო სავაჭრო ობიექტი პროდუქციის რეალიზაციას ახდენდა თბილისში, თვალჭრელიძის N2-ში („ისთ ფოინტთან“) მდებარე საცალო სასურსათო მაღაზიაში „ალიბაბა“, რომელშიც თბილისის საქალაქო სამსახურმა, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა და ასევე ვადაგასული, მწერებით დაბინძურებული და ეტიკეტირების წესის დარღვევით პროდუქციის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინა“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ცნობით, ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ფუნქციონირებდა.

„გავატარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები - ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ვადაგასული სურსათი დაილუქა და ბიზნესოპერატორს დაევალა მისი ამოღება/განადგურება. დამატებითი მოკვლევის მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

შპს „ალიბაბას“ დირექტორი თურქეთის მოქალაქე ზეინედდინ ჰაჯზეინია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]