weather cur horoscope tv
ოქტომბერი 18, 2021

საშუალო ხელფასი 15.5%-ით გაიზარდა და 1328 ლარი გახდა – საქსტატი

15:14 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021 hits 379

მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 15.5%-ით (177.9 ლარით) გაიზარდა და 1328 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2354.7 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 15.4 პროცენტით);
  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 2173.0 (გაიზარდა 12.4 პროცენტით);
  • მშენებლობა – 2006.1 ლარი (გაიზარდა 23.7 პროცენტით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1919.5 ლარი (გაიზარდა 7.4 პროცენტით).

2021 წლის მეორე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1077.8 ლარით, ხოლო კაცების - 1560 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.6 ლარი შეადგინა, ხოლო კაცებში - 207.6 ლარი. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 214.0 ლარით გაიზარდა და 1389.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაციის და კომუნიკაციის (2209.4 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 12.0 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2177.4 ლარი, გაიზარდა 6.5 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

2021 წლის მეორე კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 117.8 ლარით გაიზარდა და 1226.6 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი საშუალო ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]