weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

რუსეთში აცხადებენ, რომ ქართულ ატამსა და ვაშლატამაში დარღვევები აღმოაჩინეს

16:10 პარასკევი, 17 სექტემბერი 2021

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურში („როსსელხოზნადზორი“) შეშფოთება გამოთქვეს საქართველოდან შეტანილ ატამსა და ვაშლატამაში საკარანტინო ობიექტების გამოვლენის შემთხვევების ზრდის გამო.

„პირველად, ქართულ საქონელში, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოდის, გამოვლენილი იქნა საშიში საკარანტინო დაავადების - ყავისფერი ლპობის (Monilinia fructicola) გამომწვევი აგენტი. სამ შემთხვევაში, დაზიანების სიმპტომები ნაპოვნია ვაშლატამაში, ერთ შემთხვევაში კი ატამში. ყველა გამოვლენილი ფაქტის შესახებ შეტყობინება გაიგზავნა საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში“, – განაცხადეს „როსსელხოზნადზორში“.

უწყებისვე ინფორმაციით, „როსსელხოზნადზორის“ წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს სთხოვეს, მიიღონ აუცილებელი ზომები, რათა შეწყდეს რუსეთში დაავადებული ნაყოფის შეტანა და მომხდარის გამომწვევის მიზეზების დასადგენად მოკვლევა ჩაატარონ. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ პირობა დადო, რომ „როსსელხოზნადზორს“ უახლოეს მომავალში ყველა აუცილებელ მასალას გაუგზავნის.

„იგეგმება სახელმწიფო ფიტოსანიტარული მონიტორინგის პროგრამის გაფართოება - რუსეთის ფედერაციაში ექსპორტისთვის განკუთვნილი კულტურების გაშენების ზონების, მაცივრებისა და საწყობების სრულად მოცვის მიზნით“, – წერს რუსული მედია „როსსელხოზნადზორზე“ დაყრდნობით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი მაისიდან 24 აგვისტომდე პერიოდში, საქართველოდან 28.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რაც 5.7 ათასი ტონით (25%) აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამის ღირებულებამ 26.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი – 18 942 ტონა – ატამი და ვაშლატამა რუსეთში გავიდა. სხვა საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი ასეთია: სომხეთი (8156 ტონა), უკრაინა (768 ტონა), აზერბაიჯანი (269 ტონა), ყაზახეთი (134 ტონა), ბელარუსი (119 ტონა), მოლდოვა (116 ტონა), პოლონეთი (98 ტონა) და სლოვენია (59 ტონა).

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]