weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

რაჭაში, გურიასა და ქვემო ქართლში ეკოტურიზმის განვითარებისთვის GIZ-მა €190 000 გამოყო

11:50 შაბათი, 16 ოქტომბერი 2021 hits 370

საქათველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისგან (GIZ), რეგიონებში კერძო სექტორის მხარდასაჭერად და ეკოტურიზმის განვითარების მიზნით, 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს მიიღებს. ერთწლიან პროექტზე ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

„ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას 190 ათასი ევროს ოდენობის გრანტს გადავცემთ, რათა განახორციელოს ეკოტურიზმის სტრატეგია, განავითაროს ეკოტურიზმი ქვეყანაში.

ეს პროექტი დამყარებულია ძალიან დიდ ნდობაზე, იმ ერთობლივ სამუშაოზე, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ“, – განაცხადა GIZ-ის პროგრამის „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ დირექტორმა, ანა-ვალერი პიტერსმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგრანტო პროექტის მიზანია ეკო, აგრო, კულინარიული და ღვინის ტურიზმის განვითარება და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა. ის რაჭის, გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების და მომსახურების შექმნას, განვითარებას და დივერსიფიკაციას მოიცავს. პროექტი ითვალისწინებს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერას, შესაბამისი კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგ კურსების ორგანიზებას და რეგიონული თემატური ფესტივალების, ასევე გასტრონომიული და გაცნობითი ტურების ორგანიზების მხარდაჭერას.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, მედეა ჯანიაშვილმა განაცხადა, დარწმუნებული არიან, რომ ერთობლივი ძალისხმევით საკმაოდ კონკურენტუნარიანი, მდგრადი ტურისტული პროდუქტის განვითარებას შეძლებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]