weather cur horoscope tv
დეკემბერი 01, 2021

თბილისი-რუსთავის მაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთზე სამუშაოები დაკონსერვდება

14:10 შაბათი, 16 ოქტომბერი 2021 hits 373

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის ფონიჭალის მონაკვეთზე მშენებლობა იმ შემთხვევაში განახლდება, თუ მოსახლეობასთან შეთანხმება მიღწეული იქნება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა გამოცემა bm.ge-სთან განაცხადა, მშენებლობა შეჩერებულია და უკვე შესრულებული სამუშაოები დაკონსერვდება.

თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ იყო დაფინანსებული.

„რეალურად, ამ ეტაპისთვის შეჩერებულია გზის მშენებლობა. ის, რაც უკვე აშენებულია, იმის დაკონსერვება და მოვლა განხორციელდება და ასევე, შემამსუბუქებელი ღონისძიებები, რომ ის ტერიტორია, რომელიც იყო გამზადებული და სადაც მოწყობილი იყო მიწაყრილი, მისი მოწესრიგება უნდა მოხდეს. მოსახლეობასთან შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და იქიდან გამომდინარე, რომ სესხიდან ფინანსდებოდა ეს პროგრამა და სესხის ხელმისაწვდომობის ვადა იწურებოდა, დავხურეთ ეს სესხი. დონორმა გვთხოვა და დავხურეთ“, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

მისივე თქმით, ფონიჭალის მონაკვეთისთვის სესხის თანხები ხელმისაწვდომი აღარ არის, თუმცა როგორც კი მოსახლეობასთან იქნება შეთანხმება მიღწეული, სამუშაოების დასასრულებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა.

„ეს შეთანხმება არის განსახლებიდან გამომდინარე ერთ კვადრატულ მეტრზე არსებული თანხის ოდენობაზე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან იქნება თანხა გამოყოფილი იმისთვის, რომ ეს მონაკვეთი სრულად დასრულდეს.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ უკვე დაგეგმილია ჩვენს სასაზღვრო ქვეყნებთან მისასვლელი გზების სრულად რეაბილიტაცია-მშენებლობის ნაწილი და მოლოდინი გვაქვს, რომ გაიზრდება სატრანზიტო გადაზიდვები, ეს გზა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა ინფრასტრუქტურის მინისტრს მოადგილემ.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის სამშენებლო სამუშაოები 2014 წლის აპრილში დაიწყო. პროექტი სამ მონაკვეთად იყო დაყოფილი. მეორე მონაკვეთი ფონიჭალის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადიოდა და მისი საორიენტაციო სიგრძე 6.8 კილომეტრით გაისაზღვრა. დაგეგმილი იყო მდინარე მტკვრის გასწვრივ ახალი, დაახლოებით 2 კილომეტრი სიგრძის ურბანული ტიპის შემოვლითი გზის მშენებლობა. ასფალტო-ბეტონის გზა 4-ზოლიანი უნდა ყოფილიყო.

გზის მშენებლობას ადგილობრივი მცხოვრებლები და მიწების მფლობელები წლების განმავლობაში აპროტესტებდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან 15 კილომეტრში გზის აშენებას შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი გამოეწვია. ათობით ადგილობრივი ითხოვდა დეტალურად განხილულიყო მშენებლობის გავლენა მათ საცხოვრებელ კორპუსზე, იქ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე და ქონებაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]