weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

11 თვეში 96 150 065 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, შემოსავალი $222 მილიონს აღწევს

12:47 ოთხშაბათი, 08 დეკემბერი 2021

ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტირებულია 96 150 065 ბოთლი ღვინო, რაც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. 

სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 14%-ით არის გაზრდილი, მიღებული შემოსავალი კი 222 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, რაც გასული წლის მონაცემზე 4%-ით მეტია.

„ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ექსპორტის ზრდის დინამიკა შენარჩუნებულია: პოლონეთი – 29% (5 908 393 ბოთლი), ჩინეთი – 26% (5 469 450), აშშ – 12% (971 714), გერმანია – 13% (751 810), ლატვია – 10% (1 634 827), ლიეტუვა – 44% (960 928), იაპონია – 12% (189 844) და დიდი ბრიტანეთი – 76% (702 640)“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნების პირველი ხუთეულში რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ჩინეთი და ბელარუსი მოხვდნენ: 

  • რუსეთი – ექსპორტირებულია 55 867 692 ბოთლი ღვინო (ზრდა 6%);
  • უკრაინა – 11 667 525 ბოთლი (ზრდა 11%) 
  • პოლონეთი – 5 908 393 ბოთლი (ზრდა 29%)
  • ჩინეთი – 5 469 450 ბოთლი (ზრდა 26%)
  • ბელარუსი – 4 454 009 ბოთლი (ზრდა 26%)

„ზრდა აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: კანადა – 91% (317 692 ბოთლი), შვედეთი – 97% (119 494), ჩეხეთი – 259% (141 432), საფრანგეთი – 6% (84 028), ისრაელი – 62% (422 839), ყაზახეთი – 38% (3 775 978), აზერბაიჯანი – 21% (209 987), თურქეთი – 209% (93 330), მონღოლეთი – 174% (402810)“, – აღნიშნავენ ღვინის ეროვნულ სააგენტოშო.

საქართველოდან სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 421-მა კომპანიამ განახორციელა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]