weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

რიყის დოქები ფასდაკლებით 30 მილიონ ლარად იყიდება

18:58 ოთხშაბათი, 29 დეკემბერი 2021

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ „რიყის დოქები“ აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიტანა. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ფასი, ფასდაკლებით, 30 მილიონი ლარია.

აუქციონი დღეს გამოცხადდა და 12 იანვარს დასრულდება. ვაჭრობის ბიჯი 20 ათასი ლარია.

„საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს დედაქალაქის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, შესაბამისად ტერიტორიის განვითარების კონცეფციის ესკიზი (პროექტი) უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსთან“, – ნათქვამია გასაყიდი ობიექტის აღწერაში. 

აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. საპრივატიზებო პირობა გულისხმობს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე მუზეუმ(ებ)ის (ღვინის და ციფრული ხელოვნების/ტექნოლოგიების მუზეუმ(ებ)ის) და საგამოფენო/საკონფერენციო სივრცე(ებ)ის/დარბაზ(ებ)ის) შექმნას, შესაბამისი შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებას (საჭიროების შემთხვევაში) და მუზეუმ(ებ)ის ფუნქციონირების დაწყებას.

„რიყის დოქები“ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. 2012 წელს 75 მილიონ ლარად აშენებული შენობა აუქციონზე პირველად 2020 წლის იანვარში გაიტანეს და მისი საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარი იყო. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე აუქციონი დარულდა უშედეგოდ. ბოლო აუქციონის დროს „რიყის დოქების“ საწყისი ფასი 47.5 მილიონს ლარს შეადგენდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]