weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ბელარუსმა საქართველოდან შეტანილი „ოჯახური კახური“ ღვინო აკრძალა

16:21 ხუთშაბათი, 20 იანვარი 2022

ბელარუსის სტანდარტიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა საშიში პროდუქტების ჩამონათვალში ქართული და ესპანური ღვინოები შეიტანა. დეპარტამენტის ვებ-პორტალზე არსებული ინფორმაციით, საუბარია საქართველოში, კომპანია „ყვარლის სარდაფის“ მიერ წარმობულ წითელ, ნახევრად-ტკბილ ღვინოზე – „ოჯახური კახური“ („Кахетинское домашнее“). 

უწყების ინფორმაციით, ღვინის შემადგენლობაში შედის ადგილობრივი რეგულაციებით დაუშევებელი საკვები დანამატი – კონსერვანტი E200 (სორბინის მჟავა). 22 იანვრიდან აღნიშნული ღვინის ბელარუსში შეტანა და რალიზაცია აკრძალულია. 

ღვინის ეროვნული სააგეტოს ინფორმაციით, 2021 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტზე 107 მილიონი ბოთლი ღვინო გავიდა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ბელარუსი ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ლიდერია – გასულ წელს აღნიშნულ ქვეყანაში 4 886 393 ბოთლი ღვინო გავიდა და წინა წელთან შედარებით ექსპორტი 33%-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]