weather cur horoscope tv
მაისი 24, 2022
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

„ჯორჯიან ეარვეისმა“ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენა დანიშნა

11:04 ოთხშაბათი, 26 იანვარი 2022

ქართული კერძო ავიაკომპანია ჯორჯიან ეარვეისი თბილისიდან რუსეთის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირ ავიარესს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის Facebook-გვერდზე რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა, თუმცა შემდეგ წაიშალა.

კომპანიის ცნობით, პირდაპირ რეისი – თბილისი-მოსკოვი-თბილისი – 28 იანვარს შესრულდება. ბილეთების დაჯავშნა დაწყებულია.

როგორც ჩანს, ავიაკომპანიამ პირდაპირი რეისი მხოლოდ ერთ დღეს დანიშნა. Facebook-ზე მომხმარებლებს პასუხობენ, რომ რეგულარული ავიარეისები თბილისი-ერევანი-მოსკოვის მიმართულებით, პარტნიორ ავიაკომპანიასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

 

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყდა, რასაც წინ 20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში დაწყებული საპროტესტო გამოსვლები უძღოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიამიმოსვლის აღდგენისთვის ერთ-ერთ პირობად „საქართველოში ანტირუსული მანიფესტაციების დასრულება და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საფრთხეების გაქრობას“ ასახელებდა ხოლმე.

პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არც მოსკოვში და არც თბილისში არ გაკეთებულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]