weather cur horoscope tv
აპრილი 27, 2024

დარღვევების შემთხვევაში, „თელასი“ 100 000, „თელმიკო“ კი 150 000 ლარით დაჯარიმდება – ნარმანია

19:10 ორშაბათი, 07 თებერვალი 2022

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, თუ სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი „თელასისა“ და „თელმიკოს“ შემოწმებისას დარღვევებს გამოავლენს, კომპანიებს გაორმაგებული ჯარიმები დაეკისრებათ. ნარმანიას თქმით, „თელასის“ შემთხვევაში ჯარიმა 100 ათასი ლარი იქნება, ხოლო „თელმიკოს“ შემთხვევაში – 150 ათასი.

დავით ნარმანიას ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი კომპანიებში დღეს შევიდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ გასულ წელს ორივე კომპანია – როგორც „თელასი“, ასევე „თელმიკო“ – დაჯარიმებული გვყავდა და გადაწყვეტილებით მივუთითეთ, რომ მსგავსი ხარვეზების განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმაც იქნებაოდა გაორმაგებული, რა თქმა უნდა, თუ მსგავსი ხასიათის დარღვევები იქნა აღმოჩენილი და დადასტურებული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, იქნება გაორმაგებული ჯარიმა. ეს ითვალისწინებს „თელასის“ 50 ათასი ლარის გაორმაგებული ოდენობით, ანუ 100 ათასი ლარით დაჯარიმებას, ხოლო კომპანია „თემიკოს“ 75 ათასი ლარის გაორმაგებული ოდენობით, ანუ 150 ათასი ლარით დაჯარიმებას – კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, იმ შემთხვევაში, თუ არასწორ დარიცხვებთან და ქვითრის გაგზავნასთან დაკავშირებულ საკითხებთან გვექნება საქმე, ანუ ადგილი ექნება სემეკის მიერ დადგენილი წესებიდან გადახვევას“, – განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, აბონენტებისთვის ზედმეტი დარიცხვების აღმოჩენის შემთხვევაში, თანხები შესწორდება.

„ჩვენ, როგორც წესი, კომპანიას ვავალებთ მონაცემთა ბაზაში ყველა ქვითრის გადახედვას. შარშანაც ასე გავაკეთეთ, როცა მოქალაქეთა მომართვიანობის საფუძველზე ვნახეთ, რომ გარკვეული ტიპის დარღვევებს ჰქონდა ადგილი. ჩვენი დავალებით მათ ყველა ქვითარი, ყველა დარიცხვა ნახეს და იქ სადაც არასოწრად იყო დარიცხული, ყველა მათგანი დააკორექტირეს. როდესაც ჩვენ ვავალებთ, ვავალებთ, რომ ყველა ქვითარი ინახოს , რადგან შესაძლოა ყველა მოქალაქეს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, განცხადებით მიმართოს მარეგულირებელ კომისიას“, – აღნიშნა დავით ნარმანიამ. 

თბილისელი აბონენტების საჩივრების შემდეგ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ („თელმიკო“) და სს „თელასის“ შემოწმება გადაწყვიტა. სემეკის სპეციალური ჯგუფი 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდს შეამოწმებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]