weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიან სოფლებში გაზზე დავალიანება ბიუჯეტიდან დაიფარება

15:35 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

ყაზბეგისა და დუშეთის მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები მოსახლეობის (აბონენტების) მიერ 2015-2017 წლების ზამთრის სეზონზე მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიფარება, რისთვისაც ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებებიდან 843 690 ლარი გამოიყოფა. 

ბიუჯეტიდან ანაზღაურებას დაექვემდებარება 2015 წლის 15 ოქტომბრიდან 2016 წლის 15 მაისამდე და 2016 წლის 15 ოქტომბრიდან 2017 წლის 15 მაისამდე პერიოდში საყოფაცხოვრებო (არაკომერციული) მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება. 

აღნიშნული შეღავათები გავრცელდება სოფლებზე: სეთურნი, ზაქათკარი, ჯაღმიანი, ბედონი, ბენიან-ბეგონი, იუხო, მუდურუ, წკერე, ციხიანი, სვიანა-როსტიანი და ქოროღო, აგრეთვე ყველა იმ სოფელზე, რომელსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვს მინიჭებული. ასეთი სოფლების რაოდენობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში 45-ია, დუშეთში კი 230.                      

მოსახლეობის დავალიანების გადახდა ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება.         

 

                               

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]