weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

4 რეგიონში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 40 000 ლარამდე გრანტები გაიცემა

13:28 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022

ევროკავშირის „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 4 საპილოტე რეგიონში – იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მიკრო და მცირე მეწარმეები დაფინანსდებიან. გრანტის მაქსიმალური მოცულობა 40 000 ლარია.

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სააგენტოები – „სოფლის განვითარების სააგენტო“, „აწარმოე საქართველოში“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“ თავიანთი სფეროების მიხედვით, გასცემენ გრანტებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც მუშაობენ და რეგისტრირებულები არიან ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ რეგიონში.

„საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ სააგენტოებისთვის 40 მილიონი ლარი გამოყო.

„დაფინანსდება ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართელოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს. გარდა აღნიშნული პროგრამის 2020 წლის გამარჯვებული და 2015-2018 წლების არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებისა“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

პროგრამის ახალმა ბენეფიციარმა გრანტის მოპოვების შემთხვევაში, უნდა განახორციელოს საკუთარი ფულადი თანამონაწილეობა მოთხოვნილი გრანტის ოდენობის 20%, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 10%-ის ოდენობით. პროგრამის არსებული ბენეფიციარის ფულადი თანამონაწილეობა 50%-ია, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 25%.

ბიზნესიდეის ავტორი არ უნდა იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირის სტატუსის მქონე მეწარმე-სუბიექტად (შპს, სს, კოოპერატივი, ამხანაგობა და ა.შ).

პროგრამის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი, მათ შორის, ღვინის წარმოების, რძის გადამუშავების, ტურ-ოპერატორების საქმიანობების და ა.შ. (საქმიანობების ჩამონათვალი იხილეთ დანართში).

განაცხადების მიღება 21 მარტს დაიწყო და 11 აპრილის 15:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადის შევსება, ასევე დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3qwlHe7

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]