weather cur horoscope tv
სექტემბერი 28, 2022

სანატორიუმები „თბილისი“ და „მედეა“ 8 982 300 ლარად გაიყიდა

22:52 ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2022
სანატორიუმი „მედეა“ / ფოტო  © Geo Stalk სანატორიუმი „მედეა“ / ფოტო © Geo Stalk

წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები „თბილისი“ და „მედეა“ გაიყიდა. ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა. სანატორიუმი „თბილისი“ შპს „აკამ“ შეიძინა, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ – შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“.

სანატორიუმი „თბილისი“, რომლის ფართობი 28 399 კვ.მ-ია, 3 152 300 ლარად გაიყიდა. საწყისი ფასი 10 000 ლარით ნაკლები იყო. რაც შეეხება 76 621 კვ.მ ფართობის „მედეას“, მისი გაყიდვის ფასი 5 830 000 ლარია. საწყისის ფასად აქაც 10 000 ლარით ნაკლები იყო მითითებული.

ივლისში, მთავრობამ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში გასაყიდად 14 სანატორიუმი გაიტანა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, მათ შორის ხუთი პრემიუმ კლასის, ხუთი საშუალო კლასის სასტუმრო და ოთხი სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტია, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია.

მთავრობის მოლოდინია, რომ წყალტუბოს აღსადგენად 500 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ეს იქნება კერძო ინვესტიცია. ამას გარდა, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დამატებით ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირება მოახდინოს იმისათვის, რომ წყალტუბო გახდეს თანამედროვე, მსოფლიო დონის სპა-კურორტი, ისეთი, როგორიც ჩვენ გვინახავს ევროპაში - იქნება ეს ბადენ-ბადენი, კარლოვი ვარი, თუ სხვა. წყალტუბოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს მართლაც ევროპული დონის, მსოფლიო დონის სპა-კურორტი“, – განაცხადა 5 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]