weather cur horoscope tv
დეკემბერი 09, 2024

სახელმწიფო არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას წელსაც დაასუბსიდირებს

19:55 ორშაბათი, 29 აგვისტო 2022

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა წელსაც განხორციელდება. საწარმოები, რომლებიც ფერმერისგან კილოგრამ ვაშლს 24 თეთრად ჩაიბარებენ, სახელმწიფოსგან სუბსიდიის სახით 10 თეთრს მიიღებენ.

წელს დაახლოებით 120 000 ტონა ვაშლის დაკრეფაა მოსალოდნელი, საიდანაც, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას ინფორმაციით, 40 000-დან 50 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლია.

„სახელმწიფო ახორციელებს არაერთ პროგრამას, რომელიც მიმართულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის დაფინანსებისთვის და ხელშეწყობისთვის, მათ შორის არის „დანერგე მომავალი“, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 1700 ჰა ახალი ვაშლის ბაღია გაშენებული ქვეყანაში. ეს არის ინტენსიური ბაღები, რომელშიც მოწყობილია წვეთოვანი სარწყავი სისტემა. ეს ბაღები, მომავალი წლების განმავლობაში, მოგვცემენ ხარისხიან მოსავალს და ბევრად უფრო მეტს, ვიდრე ძველი ბაღები. ასეთ პროდუქციას არა აქვს რეალიზაციის არანაირი შეფერხება და მისი რეალიზაციაც შესაბამის ფასებში განხორციელდება.

მიმდინარე წელს, დაახლოებით, 40 000-დან 50 000 ტონამდე არასტანდარტული ვაშლის გადამუშავება მოგვიწევს მოსავლიანობიდან გამომდინარე.

თითოეული საწარმო, რომელიც მიიღებს ფერმერისგან არასტანდარტულ ვაშლს და გადაუხდის მას არანაკლებ 24 თეთრს ერთ კილოგრამზე გადაანგარიშებით, სახელმწიფოსგან მიიღებს სუბსიდიის სახით 10 თეთრის ოდენობით მხარდაჭერას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა ფერმერმა შეძლოს არასტანდარტული ვაშლის სრულად ჩაბარება და მოხდეს მისი გადამუშავება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისივე თქმით, არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების პროცესში დაახლოებით 20-მდე საწარმო იქნება ჩართული, რომლებიც არასტანდარტული ვაშლით კონცენტრირებულ წვენს, ხილფაფებს და სხვა პროდუქციას დაამზადებენ. ოთარ შამუგიას თქმით, ამ პროდუქციის დიდი ნაწილი გადის ექსპორტზე, მათ შორის, ევროკავშირში.

სახელმწიფო არასტანდარტულ ვაშლს გასულ წლებშიც 10 თეთრით ასუბსიდირებდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]