weather cur horoscope tv
დეკემბერი 02, 2020

ტერეზა მეიმ საქართველოში ვაჭრობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

17:52 ორშაბათი, 18 სექტემბერი 2017 hits 1545

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ბრიტანეთის პარლამენტის წევრი მარკ პრიტჩარდი საქართველოში და სომხეთში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.

ვაჭრობის საკითხებში ბრიტანეთის სპეციალური წარმომადგენლები ინიშნებიან იმ ქვეყნებში, რომლებშიც ბრიტანეთის მთავრობა სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალს ხედავს. წარმომადგენლები ხელს უწყობენ უკვე არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს და მუშაობენ ორმხრივი სავაჭრო კავშირების გაუმჯობესებაზე. 

„ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრის შეთავაზება გავხდე დიდი ბრიტანეთის პირველი სავაჭრო წარმომადგენელი საქართველოსა და სომხეთში. ჩემი დანიშვნა ხაზს უსვამს ბრიტანეთს, საქართველოსა და სომხეთს შორის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების გაფართოების მნიშვნელობას და ბრიტანეთის მთავრობის სურვილს ჩვენს ქვეყნებს შორის ამ მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, - განაცხადა მარკ პრიტჩარდმა. 

მისივე თქმით, სავაჭრო და საინვესტიციო პოტენციალი საკმაოდ დიდია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]