weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

2017 წლის სეზონზე საქართველოდან ექსპორტზე 4.2 მილიონი აშშ დოლარის ატამი გავიდა

16:28 ოთხშაბათი, 20 სექტემბერი 2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ატმის რაოდენობამ 10.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 88 %-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. 2017 წლის სეზონზე ექსპორტირებული ატმის საერთო ღირებულებამ 4.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

2017 წელს ატმის ექსპორტი, 2016 წლის სეზონთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია. 2016 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 5.8 ათას ტონას შეადგენდა ხოლო ექსპორტის მთლიანი ღირებულება 2.8 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ატმის ექსპორტი ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (81 %), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8 %), სომხეთის რესპუბლიკაში (6 %), ასევე უკრაინასა და ყაზახეთში განხორციელდა.

მიმდინარე წელს ატმის საბითუმო ფასი 20-დან 90 თეთრამდე მერყეობდა.

2017 წელს ატმის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ გურჯაანში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისში, ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შექმნილი იყო ჯგუფი ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფდა საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]