weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

სოფლად ცხოვრების დონე უნდა დაუახლოვდეს ქალაქში ცხოვრებისას - დავითაშვილი

13:54 სამშაბათი, 17 ოქტომბერი 2017

FAO და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „მსოფლიო სურსათის დღეს“ აღნიშნავს. წელს „მსოფლიო სურსათის დღე“ 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის საქართველოშიც. ღონისძიების მთავარი თემაა „მიგრაციის შეჩერება სოფლის განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების მიღწევის გზაზე“.

თბილისში გამართულ ღონისძიებაზე განსაკუთრებული აქცენტი რეგიონებიდან ახალგაზრდების მიგრაციის შეჩერებაზე გაკეთდა. 

ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და წლევანდელი წლის მთავარ თემაზე გაამახვილა ყურადღება. 

„მიგრაციის თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. ვხედავთ, რომ მთიანი რეგიონები და სასაზღვრო ტერიტორიები თითქმის დაიცალა. ამ გამოწვევას სახელმწიფომ უნდა უპასუხოს. 

სოფლად ცხოვრების დონე უნდა დაუახლოვდეს ქალაქში ცხოვრებისას, რაც არის კიდეც ასახული პრემიერ მინისტრის სივრცითი მოწყობის შესახებ 4 პუნქტიან გეგმაში“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

ღონისძიების ყურადღების ცენტრში მოექცა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც FAO -მ ავსტრიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, სოფლის განვითარების პროექტი განახორციელა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 60-ზე მეტ რაჭველს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის აუცილებელი ტექნიკა გადაეცა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]