weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თუშეთში ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მემორანდუმი გაფორმდა

13:24 ორშაბათი, 08 მაისი 2017

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს“ შორის თანამშრომლობის მეომორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი თუშეთში ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა.

სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია: თუშეთის გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ახალი ჯიშების გამოცდა-შეფასება, ადაპტაცია და გავრცელება; თუშეთში კონდიცირებული კარტოფილის სათესლე მასალის წარმოება და სერტიფიცირება; თუშეთის მიწის ფონდის შესწავლის და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა; ბიოაგროწარმოების განვითარება, ეკოლოგიურად სუფთა და ბიოპროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგიების განვითარება; სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ დაავადებათა კვლევა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ინტეგრირებული სისტემის შემუშავება; თუშური ცხვრის პოპულაციის გაუმჯობესება და პროდუქტიულობის ამაღლების ღონისძიებების განხორციელება; რეგიონული ექსტენციის განვითარება და ხელშეწყობა.

„საქართველოში აგრარული დარგის ხელშეწყობისთვის ტრადიციული სოფლის მეურნეობის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ხაზგასასმელია მაღალმთიანი რეგიონის შერჩევის ფაქტიც, რადგან სახელმწიფოსთვის მაღალმთიანი რეგიონები პრიორიტეტულია“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]