weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტი 38 %-ით გაიზარდა

12:23 ხუთშაბათი, 21 დეკემბერი 2017

2017 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,73 მლნ ბოთლი ღვინო, რაც 38%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. ჩინეთი, ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიჩუანის პროვინციის ქალაქ იბინში (Yibin) გამართულ გამოფენა-ფორუმში (China international Spirits Culture Festival 2017) მონაწილეობდა, სადაც საქართველო, საფრანგეთთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული.

ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ შეხვედრები სიჩუანის პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ კომერციულ პირებთან გამართა, სადაც განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. სამანიშვილის განცხადებით, ღვინის ეროვნული სააგენტო 2018 წელსაც გააგრძელებს აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ჩინეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის მიზნით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 50 ქვეყანაში ექსპორტირებულია 61 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 59%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

სტატისტიკური მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი - 38 355 125, უკრაინა - 6 237 652, ჩინეთი - 6 086 733, ყაზახეთი - 2 671 845 და პოლონეთი 2 151 342 ბოთლი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]