weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ევროკავშირში მსხვილფეხა პირუტყვის ტყავი გავიდა

17:13 ორშაბათი, 15 მაისი 2017

საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე - საბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი გავიდა. ტყავის გატანასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.

„მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი, მატყლის შემდეგ, მეორე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში პირველად გავიდა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კეთილსაიმდეოობის აღიარებას,“- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ დემნა ხელაიამ.

საქონლის ტყავისგან ძირითადად ფეხსაცმელს და ტყავის ქურთუკებს აწარმოებენ.

„დღეს საბერძნეთში, ქალაქ რეთიმნოში დაიცლება პირველი მანქანა, რომელმაც 2007 წლის შემდეგ, პირველად შემოიტანა ქართული წარმოშობის „ხეელით დამარილებული პირუტყვის ტყავი“. ეს მოვლენა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საქართველომ გამოიყენოს თავისი დიასპორა უცხოეთში. უკვე 1 წელია დიასპორელი ბიზნესმენების მოთხოვნით, ჩვენი კომპანია შპს „დკლ კარგო“, დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაცია და პირადად მე, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს საბერძნეთის ვეტერინარიის სამსახურთან და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებთან, რათა განხორციელებულიყო ამ პროდუქტის იმპორტი ევროკავშირში. უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება ბერძნულ კომპანიასთან თვეში 70 000 კგ ტყავის იმპორტირებაზე ევროკავშირში“, – აღნიშნავს გიორგი ოკრიბელაშვილი, კომპანია „დკლ კარგოს“ წარმომადგენელი.

ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე 2017 წლის იანვარში გავიდა. „ქართული მატყლის კომპანიამ“ დიდ ბრიტანეთში უკვე 21 141 კილოგრამი მატყლი გაიტანა. საქართველოში მეცხვარეებს მატყლის რეალიზაცია ძალიან უჭირთ და ყოველწლიურად ტონობით ყრიან. ერთი კილოგრამი მატყლის გასაყიდი ფასი 50 თეთრია, რაც მთიდან ბარში მისი ტრანსპორტირების ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.

2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და უკვე შესაძლებელია ქართული თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]