weather cur horoscope tv
დეკემბერი 05, 2020

მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ შემცირდება

12:12 ხუთშაბათი, 15 თებერვალი 2018 hits 1482

მთავრობის ინიციატივით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი დაწესდება.

კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ მცირდება ბრუნვის გადასახადი და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი. ამასთან მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება. მეწარმეობის განვითარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეობის. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს, სიტყვით გამოსვლისას, მე ვისაუბრე, რომ ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მეორე ტალღას, მას შემდეგ, რაც წარმატებით ხორციელდება პროგრამები - „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები - „დანერგე მომავალი“ და ა.შ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას, გაჩნდება ახალი საწარმოების შექმნის ინიციატივები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჟანგბადი მცირე მეწარმეებისთვის, მათი საწარმოების განვითარებისთვის“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]