weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ქარელში ახალი სასათბურე მეურნეობა მოეწყო

15:37 შაბათი, 17 თებერვალი 2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისში ფერმერმა გიორგი ტალახაძემ სასათბურე მეურნეობა მოაწყო, სადაც 20 ტონამდე ბოსტნეულის მოყვანა იქნება შესაძლებელი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი ტალახაძემ, რომელიც აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარია, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში მეურნეობის მოსაწყობად სულ 47 740 ლარის ინვესტიცია განახორციელა, აქედან, 19 096 ლარი მან გრანტის სახით მიიღო, რომელიც გათბობის სისტემების შესაძენად გამოიყო.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს. პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების 40 %-ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60 %-ს.

პროექტის დაწყებიდან დღემდე დაფინანსება 130 ბენეფიციარმა მიიღო, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 2 800 000 ლარს გადააჭარბა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]